png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ წინააღმდეგი არ არის უკრაინამ გამოიყენოს დასავლეთის შეიარაღება იმ რეგიონებში, სადაც რუსეთმა "რეფერენდუმები“ ჩაატარა - ბლინკენი

  • მსოფლიო
  • 28.09.2022
  • 11:25
აშშ წინააღმდეგი არ არის უკრაინამ გამოიყენოს დასავლეთის შეიარაღება იმ რეგიონებში, სადაც რუსეთმა "რეფერენდუმები“ ჩაატარა - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები წინააღმდეგი არ არის, რომ უკრაინამ გამოიყენოს დასავლეთის შეიარაღება იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, სადაც რუსეთმა ფსევდორეფერენდუმები გამართა.

ამის შესახებ ბლინკენმა ინდოელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.

ბლინკენმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მისცემს თუ არა აშშ უკრაინას უფლებას, გამოიყენოს ამერიკული შეიარაღება იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთმა ფსევდორეფერენდუმები გამართა, იმისგან დამოუკიდებლად რა შედეგებსაც გამოაცხადებს კრემლი.

 „ჩვენ და სხვა ბევრმა ქვეყანამ უკვე მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენ არ ვაღიარებთ, უფრო სწორად, ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას... უკრაინას აქვს სრული უფლება თავი დაიცვას მთელ თავის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა ამა თუ იმ საშუალებით უკანონიდ დაიკავა“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, შეიარაღება, რომელსაც აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინას აწვდიან, ძალინ ეფექტურად იყო გამოყენებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, კერძოდ, ცოტა ხნის წინ ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფსევდორეფერენდუმები რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიებისთვის არაფერს ცვლიან.

 „უკრაინელები განაგრძობენ იმის გაკეთებას, რაც უნდა გააკეთონ, რათა დაიბრუნონ მიწები, რომლებიც მას წაართვეს.. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge