png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნატომ პირველად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება - დროა

  • პოლიტიკა
  • 30.09.2022
  • 14:47
ნატომ პირველად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება - დროა

პარტია „დროა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მიუთითებს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების დინამიკა ნატოს წარმომადგენელმა უარყოფითად შეაფასა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროატლანტიკური კურსის მიმართ ქვეყნის ერთგულება.

„თბილისში ვიზიტის დროს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, განაცხადა: „რეფორმების განხორციელების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი და არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობის შესახებ, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე.“ მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობათა ის ფანჯარა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ბოლო დროს გაჩნდა.  

იმის გათვალისწინებით, რომ მცირე გადაცდომების შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყოველთვის ინარჩუნებს დიპლომატიურ ენას და ყურადღებას ამახვილებს ზოგადი ტენდენციების დადებით ხასიათზე, კოლომინას განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ალიანსში უკვე აღარ აქვთ იმედი, ქართული ოცნების ხელისუფლებას ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური ნება ჰქონდეს. რეფორმების გატარებისთვის მზადყოფნას კი სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური ნება განსაზღვრავს.

ჩვენი რეგიონისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ყალიბდება შავი ზღვის რეგიონისა და კავკასიის უსაფრთხოების ახალი ასისტემა, ნატოს წარმომადგენლის მიერ ალიანსში ინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფების ეჭვქვეშ დაყენებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად    ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

თავისი პოსტსაბჭოთა ავტორიტარული, ნეპოტისტური, კორუმპირებული ბუნებით „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებსაც დასავლური ინსტიტუტები ეფუძნება. რუსეთთან მჭიდრო კავშირი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის არსებითად კომფორტულია.  „ქართული ოცნება“ ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, თანაც შეგნებულად მოქმედებს ისე, რომ ნატომ და ევროკავშირმა თავადვე დაგვიხურონ მათთან ინტეგრაციის კარი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ თუ ასე მოხდება, საქართველოსთვის დასავლური პერსპექტივის წართმევას ხალხი დასავლეთს დააბრალებს.

საბედნიეროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უკვე კარგად ხვდებიან, რომ ქართველი ხალხი და თავად საქართველოს სახელმწიფო დღეს ერთი კაცისა და მისი რეჟიმის მიერაა მიტაცებული. ამიტომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, ნატოსა და ევროკავშირის კეთილგანწყობის ხელშეწყობით დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც აუცილებელია პროდასავლური კოალიციის მიერ ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლილება ერთობლივი, დაუღალავი და, რაც მთავარია, კარგად ორგანიზებული ძალისხმევით“, - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge