png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.09.2022
  • 15:36
რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ღარიბაშვილი

ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს საშინელი, დამანგრეველი ომი უკრაინაში, რუსეთის აგრესია. ომი არ წყდება, ამას ემატება ეკონომიკური კრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია, 22%, 23%, 24% არის ინფლაცია, ეკონომიკურ რეცესიას ელოდება ყველა ევროპული სახელმწიფო. ახლა გაერო-ს ფარგლებში, მე მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან. მათი მოლოდინი პესიმისტურია. ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ. ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული ქვეყნების მთავრობების საზრუნავი. რატომ, რადგან რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს, რადგან ამას სჭირდება კარგი გააზრება. ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დამატებით შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესმა თითქმის 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, 20 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, მთავრობამ, ვგულისხმობ საზოგადოებრივ სამუშაოებს, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, სტაბილურობა, ნაკლები ემოციები და ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ამას სჭირდება შენარჩუნება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge