png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.09.2022
  • 18:02
„ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს - კახა ოქრიაშვილი

ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს, - ამბობს „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი  კახა ოქრიაშვილი.

მისი თქმით, მოსახლეობაში ახლა მიმდინარეობს კონსოლიდაციის პროცესი და შედეგად,  არჩევნების გზით, მალე შევცვლით ხელისუფლებას!  

„არის თუ არა ომის საშიშროება საქართველოში?!  1989 წლიდან საქართველოში პერმანენტული ომი გვაქვს. როდესაც გვყავს ისეთი აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, გამორიცხული არასდროს არაფერია! ამიტომაც გვინდა ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ერის განვითარებისთვის.

ვის უნდოდა და უნდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში?!  არასდროს და მათ შორის არც ახლა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს. ქართველები მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტული ერი ვართ და რომც გვინდოდეს ომი, ამისთვის საჭირო სამხედრო-ეკონომიკური რესურსი არც გაგვაჩნდა და არც გაგვაჩნია.

მაშინ, უკვე წლებია, რატომ საუბრობს „ქართული ოცნება“ ომის საშიშროებაზე?! ეს ყველაფერი ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას. რა არის „ოცნების“ პოლიტიკა: როგორც მასობრივი, ისე ინდივიდუალური  შიშის დანერგვა, ყოფითი, ეკონომიკური და სხვა პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ომის შიშზე - მარტივად რომ  ვთქვათ, მათ სურთ, მოსახლეობა ამ შიშში აცხოვრონ, რომ სხვა რამეზე ფიქრი ვერ შეძლონ.

ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს. მოსახლეობაში ახლა მიმდინარეობს კონსოლიდაციის პროცესი და შედეგად,  არჩევნების გზით, მალე შევცვლით ხელისუფლებას!“, - ამბობს ოქრიაშვილი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge