png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

იურიდიული კომიტეტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

  • პოლიტიკა
  • 03.10.2022
  • 13:06
იურიდიული კომიტეტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს განიხილავს.

მას "ქართული ოცნება" წარადგენს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტი უკრაინული პროექტის ანალოგია.

„ერთი-ერთში გადმოტანილია უკრაინული მოდელი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოვისმენთ მოსაზრებებს, თუ იქნება შემოთავაზება დამსწრე წევრების მხრიდან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ეს სამუშაო ეტაპი ამოწურული იქნება, ვინაიდან კანონპროექტს წარვადგენთ. კომიტეტი დღესვე იმსჯელებს კანონპროექტის დაინიცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება განხილვებს, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც გვექნება ასევე ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უნდა წარმოადგინოს უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფართო კონსენსუსით მივაღწიოთ ცვლილებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები საინტერესო იქნება.

ჩვენ ობიექტურ საზომად აღებული გვაქვს ევროპული სტრუქტურების მხრიდან ის მიდგომა, რომლებმაც პრაქტიკულად მოიწონეს უკრაინული მოდელი. ერთადერთი ქვეყანაა უკრაინა, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ამ კანონთან დაკავშირებით ევროპულმა სტრუქტურებმა გამოთქვეს ინტერესი და უკრაინას ჩაუწერეს, რომ აუცილებელია ამ კანონის იმპლემენტაცია და ფართოდ გავრცელება. ეს არის ჩვენთვის ობიექტური საზომი, რომ თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან აღნიშნული კანონი მოწონებულია, ლოგიკურია, რომ ჩვენთან მიმართებაშიც ეს პუნქტი შესრულებადია ამ კანონის მიღებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge