png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"ნამდვილი ხართ?, "ხელს მოგკიდებ" - ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას პროცესიდან გააძევეს

  • სამართალი
  • 04.10.2022
  • 16:17
"ნამდვილი ხართ?, "ხელს მოგკიდებ" - ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას პროცესიდან გააძევეს

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან, მოსამართლეთა კოლეგიამ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია გააძევა. ხოშტარიას მოსამართლემ ჯერ შენიშვნა მისცა, მალევე კი სასამართლო სხდომის ხელშეშლისა და შეფერხების მცდელობისთვის, დარბაზიდან გააძევა. მიზეზი ხოშტარიას ქმედება გახდა, რომელიც პროკურორთან მივიდა შეკითხვით - "ნამდვილი ხართ?, "ხელს მოგკიდებ".

დროას ლიდერმა მომხდარის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც დაწერა:

დღეს ნიკა გვარამიას ნიკა გვარამიას პროცესზე მხოლოდ 15 წუთი გავძელი. ვერ ვაიძულებ თავს ის ფარსი, პროკურორის სხაპასხუპით მოყოლილო სრული სიგიჟეები, აი თვითონაც და ყველამ რომ იცის, რომ ტყუის, უბრალოდ უნდა თქვას; მოსამართლის ძალით სერიოზული სახე, ზედ კიდევ მანტია რომ მოუცვია და ამაღლებულ სკამზე დამჯდარა; დაღლილი, უემოციო, უიმედო და ენერგიაგქმოცლილი მანდატურები; მთელი ეს ფარსი, მოკლედ, ვერ ვაიძულებ სერიოზულად აღვიქვა და მეც ვიჯდე ვითომ ის წესები (ამ დროს უწესობა) მისაღებია და ნორმაა. 
ხოდა,  ეს პროკურორი ასე რომ ბუტბუტებდა სხდომაზე, ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო. თუ შეიძლება შეგეხები, ნამდვილი თუ ხართ თქო. კიო, ნამდვილი ვარო. მოსამართლე აღშფოთდა. იმაზე კი არ აღშფოთდა ქვეყნის ინტერესებს რომ ფეხებზე იკიდებს, ადამიანს უსამართლოდ ექცევა, ტრავმას აყენებს ხალხს, ტყუილს სერიოზული სახით ისმენს, ამ სიყალბის თავშია. ეგ არ აწუხებს. 
მოკლედ, მხოლოდ 15 წუთი გავძელი და კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემ თავთან ეს თუ ვერ შევცვალეთ, 0 ია ჩვენი პოლიტიკური თაობის ფასი" წერს ხოშტარია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge