png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

  • თავდაცვა
  • 01.03.2016
  • 13:32
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთში პატრულირების დროს გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. IV ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

„მისმა ქმედებამ, მისმა გმირობამ ის სამუდამოდ ცოცხალი გახადა და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება,“ - განაცხადა ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ. „მინდა მადლობა ვუთხრა მის ოჯახს ასეთი გმირის გაზრდისთვის და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 43-ე ბატალიონის მებრძოლებს, მეთაურებს და გამოვხატო გულისტკივილი და ამავდროულად სიხარული, რომ ასეთი ვაჟკაცები და გმირები ჰყავს ჩვენს ქვეყანას,“ - აღნიშნა მან.

მემორიალის გახსნის ცერემონიალს კოალიციური ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ტაქტიკური დაჯგუფება “Buffalo”-ს მეთაურმა მისიაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა. „მე, როგორც ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური, ძალიან ვაფასებ ქართველების წვლილს ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კოალიციის პარტნიორებთან და ჩეხებთან ერთად. ისინი გვეხმარებიან, რათა ჩვენი მისია იყოს უფრო წარმატებული. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ღონისძიებაზე ყოფნა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველებს გაწეული სამსახურისა და გაღებული მსხვერპლისთვის,“ - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მეთ მაქკოილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge