png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

30 სტაჟიორი პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნა

  • სამართალი
  • 02.03.2016
  • 16:18
 30 სტაჟიორი პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნა

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში 2015-2016 წლებში სტაჟირების გავლის შედეგად, სტაჟირების გავლის კომისიის მიერ შერჩეული საუკეთესო შედეგების მქონე 30 პირი პროკურორისა და გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა. დღეს, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად ახლადდანიშნულ პროკურორებსა და გამომძიებლებს პირადად შეხვდა, სტაჟირების ეტაპის წარმატებით გავლა მიულოცა, შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სერთიფიკატები გადასცა.  

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორები ერთი წლის განმავლობაში პროკურორისა და გამომძიებლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რის შემდეგაც გასაუბრება გაიარეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან, სადაც მათი ერთწლიანი საქმიანობის შეფასება მოხდა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო მათ მიერ გაწეული საქმიანობა, სტაჟირების ხელმძღვანელების შეფასებები, გავლილი ტრენინგები და ტესტირებები.

ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში 452 პროკურორიდან 230, ხოლო 93 გამომძიებლიდან 47 ყოფილი სტაჟიორია. რაც შეეხება მენეჯერულ პოზიციებს, მათი უმრავლესობა ასევე სტაჟირებაგავლილ პირებს უკავიათ. მათ რიცხვში შედის მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge