png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

წელს რაჭაში 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან

  • ეკონომიკა
  • 30.09.2015
  • 12:13
წელს რაჭაში 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი რამდენიმე დღეში დაიწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ რაჭაში რთველი 2015-ის საორგანიზაციო საკითხები ამბროლაურში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები ფაქტობრივად უკვე დასრულებულია. ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმა რაჭაშიც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.

როგორც სოფლის მეურეობის მინისტრმა აღნიშნა, რაჭა-ლეჩხუმში რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის საორგანიზაციო ყველა საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია. ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბიც გაიხსნება.

მხარის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, წელს რაჭაში 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წელს რეგიონში ხარისხიანი მოსავალია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად რთველის საორგანიზაციო საკითხები დეტალურად არის განხილული და არცერთ მევენახეს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება.

რაჭის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ ქარხანა დაათვალიერა. კომპანიამ 2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებული სესხით ღვინის ქარხანა გადააიარაღა და 5 ჰა-ზე მეტი ახალი ვენახი გააშენა. როგორც ქარხნის დირექტორმა მირიან ჭიღვარიამ აღნიშნა, ქარხანა სრულ მზადყოფნაშია აქტიურად ჩაერთოს რთველის პროცესში და 200 ტონაზე მეტი ყურძენი მიიღოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge