png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 08.12.2022
  • 14:39
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ, ამ მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და Balance-თან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის პროექტის - „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ შესახებ შეხვედრა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და  სასტუმროების მფლობელებისთვის იყო საინტერესო. ასევე, ბუღალტრებისთვის, მენეჯერებისთვის, დირექტორებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის.

ღონისძიებაზე მისული სტუმრები გაეცნენ თუ რა თანადაფინანსების  შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ბანკი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ციფრული ბუღალტერიის პროექტში ჩართულ კომპანიებს;  ასევე მიიღეს დამატებითი  ინფორმაცია  Balance-ისა და Cloud-ის აღრიცხვიანობის მთავარ უპირატესობებზე,  რომლებიც ბიზნესს  ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.

ბუღალტერიის განვითარების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებას 50 კომპანია მიიღებს, რომლებმაც პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. კომპანიებს ასევე ადგილზევე შეეძლოთ დარეგისტრირება.

„მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს, დღეს ყველაზე მეტად  ბიზნეს პროცესებისა და მათ შორის ბუღალტერიის სწორი და დროული აღრიცხვა სჭირდება. კომპანიის ფინანსურ ინფორმაციაზე სწრაფად წვდომა ის მინიმალური კომფორტია, რაც მენეჯერებმა საკუთარ თავს უნდა შეუქმნან. ბალანსი თავის დროზე სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბუღალტრებსა და მენეჯერებს ერთ სივრცეში ემუშავათ, თან ბაზასთან წვდომა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ჰქონოდათ - ეს ქლაუდ ტექნოლოგიის მთავარი კომფორტია, უსაფრთხოებასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან ერთად. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ კი ის პროექტია, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ მენეჯერსა და ბუღალტერს მივაწვდინოთ ხმა და დავეხმაროთ ბიზნესის გაციფრულებაში“- განაცხადა Balance-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, მარიამ მამულიამ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი კომპანია, მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ციფრული ბუღალტერიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად უკვე არა ერთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები, პროგრამაში ჩართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან   სწორი და დროული აღრიცხვიანობა ბიზნესს სამომავლო წარმატების მიღწევაში ეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge