png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

  • საზოგადოება
  • 09.12.2022
  • 21:17
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, დღეიდან თბილისში ათვლას დაიწყებს საახალწლო დღეები.

„მინდა, მივესალმო უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ლამაზ გოგო-ბიჭებს, რომელთა თვალები სავსეა სიხარულით. ეს არის გარანტი, რომ ახალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების,  სიყვარულით სავსე წელი. დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები. დღეს რადგან მხოლოდ დღესასწაულს დავპირდი მოსახლეობას, არ დავიწყებ იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსი არის, დიახ, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს, მაშინაც კი, როდესაც ვიბრძვით, არასდროს ვტოვებთ უკეთესი მომავლის იმედს, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე.

სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა – ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ჩვენც, ტრადიციულად, სწორედ სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს. მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ დედაქალაქის ნაძვის ხე, როგორც ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის სიმბოლო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ყველას მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველივე საუკეთესო, თქვენს ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge