png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ 15 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საზოგადოება
  • 14.12.2022
  • 13:19
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ 15 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა. ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პირველი ემისიაა, რომლის სრულად დაფარვა 2024 წლის 13 დეკემბერს მოხდება.

„მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ წარმომადგენლების განცხადებით, ფასიანი ქაღალდების წლიური ფიქსირებული განაკვეთის მოცულობა TIBR3M + 450 bps (3 თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 450 საბაზისო პუნქტი) შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ობლიგაციების განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდა, დარიცხული პროცენტი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან.

კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის B+ დონით განისაზღვრა.

აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალისა“ და “გალტ & თაგარტისთვის”  რიგით 1-ლი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა.

ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.  ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

„ლარის ობლიგაციების გამოშვებაზე კომპანიამ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და 2020 წელს Scope Ratings-ის საკრედიტო რეიტინგი, B+ სტაბილურიც მოიპოვა. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის გამო, 2020 წელს ობლიგაციების გამოშვება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეინარჩუნა B+ რეიტინგი და Galt & Taggart-თან ერთად წარმატებით მოახერხა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკების მიღწევა. 15 მილიონი ლარის არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიით შევძლებთ უზრუნველყოფილი ვალდებულებების ჩანაცვლებას და მოზიდული სახსრების დივერსიფიკაციას. მოხარულები ვართ, რომ მცირე წვლილს ჩვენც შევიტანთ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.“ - განაცხადა „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“  ფინანსურმა დირექტორმა, თათია ჯაჯანაშვილმა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ობლიგაციების განთავსებაში და მივულოცო კომპანიას რიგით პირველი წარმატებული განთავსება. ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“  მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge