png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

  • საზოგადოება
  • 26.12.2022
  • 20:00
ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა.

დეპუტატს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

ენდოკრინოლოგის, ლალი ჯავაშვილის განცხადებით, ანა წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

ანა წითლიძის განცხადებით, მას ჰქონდა საშუალება, ამ დღეების განმავლობაში შეხვედროდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს და პრეზიდენტს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ექიმებს, რომ არა ისინი, დღეს ვერ შევძლებდი აქ ჯდომას და საუბარს. ძალიან დიდი მადლობა პარლამენტის აპარატს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იყო ჩემს გვერდით და ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს. არ მქონდა პირველივე დღიდან იმის იმედი, რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი სიძულვილსა და ბოღმაზე, იმ სიძულვილის მორევში, რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. არის ზღვარი, სადაც ეს სიძულვილი უნდა გაჩერდეს. ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს მელაპარაკა მასთან და მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდი და არა პირიქით, რადგან სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ.

ვითვალისწინებ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩემი მეგობრების მხრიდან ვნახე ძალიან დიდი საშიშროება, გაზრდილიყო მოშიმშილეების წრე. არ მქონდა უფლება ჩემი მეგობრების ჯანმრთელობა დამეყენებინა საფრთხის ქვეშ. ვითვალისწინებ ექიმების რეკომენდაციას და ვწყვეტ შიმშილობას. დარწმუნებული ვარ, არ დამჭირდება დიდი დრო რეაბილიტაციისთვის და ვიქნები ყველგან ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც დასჭირდება ჩემი ქვეყნის მომავალს. ვეტყვი მიშას, აუცილებლად უნდა იცოცხლო, მიშა. უნდა იცოცხლო არამხოლოდ იმ 600 ადამიანის გამო, არამედ იმ ადამიანების გამო, ვისაც ხელისუფლება კვებავს სისხლით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება“, – განაცხადა წითლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge