png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყველამ იცის, რა სურს არესტოვიჩს, მას უნდა მეორე ფრონტი - კობახიძე

  • კომენტარები
  • 27.12.2022
  • 19:14
ყველამ იცის, რა სურს არესტოვიჩს, მას უნდა მეორე ფრონტი - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ იცის, რა სურს ალექსეი არესტოვიჩს. კობახიძის განმარტებით, ალექსეი არესტოვიჩს უნდა საქართველოში მეორე ფრონტი.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რუსი ბლოგერისა და უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ ორგანიზებული აქციებით, რა შედეგი შეიძლება მიიღონ, რა ტიპის პოლიტიკაა ეს?“

„ყველამ იცის, რა უნდა, მაგალითად, არესტოვიჩს. არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი. პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ. როდესაც ვამბობთ, რომ ამ კამპანიის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვუსმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. მათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა. ამაში შეგვიძლია, ჩვენ ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ მათ ამის სჯერათ. შესაბამისად, ამ ყველაფერში არესტოვიჩის ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი სურვილი, ამ გათავისუფლების უკან არსებული სურვილი არის სწორედ ქვეყანაში ვითარების არევა და მეორე ფრონტის გახსნა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge