png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ე.წ. მეგობრების კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები, გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაულები ქვეყნისა და ხალხის წინაშე - კალაძე

  • კომენტარები
  • 28.12.2022
  • 14:55
კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ე.წ. მეგობრების კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები, გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაულები ქვეყნისა და ხალხის წინაშე - კალაძე

კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგოდ მოგვიწოდებენ, პატიმრობიდან გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარია, თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ არ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი, ეს არ არის ნორმალური.

„წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ, აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებისკენ რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინაშე, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს, გეკითხებით თქვენ – ეს ნორმალურია, ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულება ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების, ასე გვინდა, ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა? ასე გვინდა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა? ასე, რომ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, ვისთვის გვინდა ევროპა და ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები? ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ის განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ე.წ. მეგობრებისგან, საერთოდ მერწმუნეთ არანაირი კავშირი არ აქვს, არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge