png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა, თუმცა, მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა - კობახიძე

  • საზოგადოება
  • 04.01.2023
  • 16:41
ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა, თუმცა, მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა - კობახიძე

გასული ათწლეულების განმავლობაში ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა, თუმცა მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს!

როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რიგითი წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი პატრიარქს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის გასწია.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის განუყოფელი ნაწილი, არამედ მან თავად შექმნა ეპოქა, რომელმაც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობა მოუტანა. ამ ეპოქას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გასდევდა პატრიარქის გასაოცარი სიბრძნე, რომელიც იყო ღმერთის გამორჩეული საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ საჩუქარს თითოეული ჩვენგანისგან განსაკუთრებული დაფასება და მოფრთხილება სჭირდება.

გასული ათწლეულების განმავლობაში ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა. თუმცა, მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა. პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა ბოროტზე კეთილის გამარჯვების, ურწმუნობაზე რწმენის გამარჯვებისა და უსამშობლობაზე სამშობლოს გამარჯვების გამორჩეული მაგალითი იყო და იქნება მრავალი თაობისთვის.

პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დიდხანს მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge