png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად - პაატა მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე

  • კომენტარები
  • 06.01.2023
  • 13:20
ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად - პაატა მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე

არ ვიცი, სააკაშვილისთვის წერილი პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს არ არის საუკეთესო წერილი და არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს.

„სხვა ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზე როდესაც არის საუბარი, ყველამ ვნახეთ, ექსპერტები ადასტურებენ, რომ დარიშხანით არის მოწამლული. როცა ადამიანი დარიშხანითაა მოწამლული და სხვა რეალობა შეიცანიო, ეს რას ნიშნავს, დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიცნოს? და რას დაელოდოს, სიკვდილს? ეს არ არის საუკეთესო წერილი და არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს.

ძალიან კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა ამ ყველაფერში, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე ახლა სააკაშვილმა დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს. სააკაშვილი ბევრად უფრო მხნედ და მამაცად გამოიყურება მაგ შეფასების შემდეგ, ვიდრე ის წერილი, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ილია II-მ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა.

"გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად". – წერია ილია II-ს მილოცვაში.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიხეილ  კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მადლობას უხდის სანდრა რულოვსისა და ნიკოლოზ სააკაშვილთან შეხვედრის გამო. სააკაშვილი წერს, რომ პატრიარქის მილოცვაში ვინც "სულიერი რეალობა" ციხეს დაუკავშირა, მათ სიტყვა "სულიერი" გამორჩათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge