png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კასიანოვის განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული - გივი მიქანაძე

  • კომენტარები
  • 09.01.2023
  • 15:11
კასიანოვის განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული - გივი მიქანაძე

„ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე ეხმიანება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა.

"არ ვიცი, უკრაინამ 2008 წლის ომის შემდეგ რა გადმოგვცა. რამდენადაც ვიცი, თუ რამე იყო გადმოცემული, ეს იყო შესყიდული. თუ შესყიდული იყო, საქართველოსა და ქართული შეიარაღების საკუთრებაა", - თქვა მიქანაძემ.

მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ამის მიღმა კი სხვა სახის ჩართვას არ აპირებს.

"გავაგრძელებთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით და მხარდაჭერას, რასაც, საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის მიღმა ამ ეტაპზე საქართველო არანაირ სხვა ჩართვას არ აპირებს", - თქვა მიქანაძემ.

მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ კასიანოვის განცხადება, შესაძლოა, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული.

„ეს განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ისეთი ნაბიჯები ვერ გადაიდგმება, რომლითაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც საომარი მოქმედებების მხარე და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგვრძელებთ, თუმცა, რაც შეეხება საომარი კუთხით, ჩვენ, პირველ რიგში, უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩათრეული არ იყოს და ამ ქვეყანაში მშვიდობა სტაბილურად უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა მიქანაძემ.
.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge