png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჟურნალისტს თუ აპატიმრებენ პოლიტიკური მიზეზებით, ამის გამო ქვეყანაში შეშინებული უნდა იყოს ყველა სხვა ჟურნალისტიც - ბენ ჰოჯესი

  • კომენტარები
  • 10.01.2023
  • 13:30
 ჟურნალისტს თუ აპატიმრებენ პოლიტიკური მიზეზებით, ამის გამო ქვეყანაში შეშინებული უნდა იყოს ყველა სხვა ჟურნალისტიც - ბენ ჰოჯესი

ჟურნალისტს თუ აპატიმრებენ პოლიტიკური მიზეზებით, ამის გამო ქვეყანაში შეშინებული უნდა იყოს ყველა სხვა ჟურნალისტიც, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ჰოჯესს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც აშშ-ის კონსტიტუციაში დამფუძნებელმა მამებმა, კონსტიტუციის ავტორებმა ჩაწერეს, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის არსებითი ელემენტი. ვფიქრობ, ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება რამისთვის, გარდა აშკარა კრიმინალური საქმიანობისა, პრობლემურია. ვგულისხმობ, რომ ჟურნალისტს თუ აპატიმრებენ პოლიტიკური მიზეზებით, ამის გამო ქვეყანაში შეშინებული უნდა იყოს ყველა სხვა ჟურნალისტიც, განურჩევლად იმისა, რომელი ორგანიზაციისთვის მუშაობთ ჟურნალისტები. ყველა, ვინც დემოკრატიაზე ზრუნავს, უნდა იყოს გაერთიანებული და ძალიან შეშფოთებული, როდესაც რომელიმე ჟურნალისტს აპატიმრებენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვგულისხმობ ავტოსაგზაო შემთხვევას ან რამე სახის კრიმინალურ საქმიანობას, არამედ თუკი ხელისუფლებას არ მოსწონს, რას წერენ ან რას ამბობენ ისინი, მაშინ, ვფიქრობ, ეს არის საფრთხე, რომელზეც საჭიროა რეაგირება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესსა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარს, შოთა ღვინერიას შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და „ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა, რომლის ფარგლებში განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის. შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge