png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ე.წ. მაგნიტსკის სია სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია - დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 12.01.2023
  • 14:00
ე.წ. მაგნიტსკის სია სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია - დეკანოიძე

ჩემი მოსაზრებაა, რომ ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მიერთებული უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს დანაშაული და ადამიანის უფლებების კონვენციები დაარღვიეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, შალვა ხაჭაპურიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ შეგვიძლია, სია უსასრულოდ გავზარდოთ, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მტკიცებულებებზე და საქმეებზე დაფუძნებული, მათ შორის, როგორიც არის სახალხო დამცველის, რომელიც ინსპექტორის სამსახურს დასკვნებში აქვს გამოტანილი. ამ სიას ძალიან საქმიანად ვუდგები, მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ნაწილში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია.

„იუსტიციის მინისტრი, რომელიც კონკრეტულად ჩართული იყო არაადამიანურ და არაჰუმანურ მოპყრობაში მიხელ სააკაშვილის მიმართ და უშუალოდ პასუხისმგებელი იყო, ის კადრები გაევრცელებინა, რომელიც გავრცელდა. გარდა ამისა, პენიტენციური სამსახურის მიმართ მას არ ჰქონოდა ის დამოკიდებულება, რომელიც არის პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გათავისება. მტკიცდება ადამიანის უფლებები კონვენციის დარღვევა ამ ადამიანის მიერ.

სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია. ე.წ. მაგნიტსკის სია საერთაშორისო გლობალური აქტია, რომელშიც შედის ყველა ის ადამიანი, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს საქართველოს ნოუ ჰაუ და საქართველოში მოგონილი აქტი არ არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge