png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსი პოლიტიკოსების განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე შიდაპარტიულ პროცესებს - ბექა ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე

  • კომენტარები
  • 18.01.2023
  • 18:10
რუსი პოლიტიკოსების განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე შიდაპარტიულ პროცესებს - ბექა ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე

ლავროვისგან ვერც ქათინაურს მივიღებ და ვერც შექებას, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, მათ შორის, არც მათ მიერ აღქმული სტატისტიკა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივად საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე შიდაპარტიულ პროცესშია, გამოჩნდება რომელიღაც რუსი პოლიტიკოსი, რომლის განცხადებასაც ოპოზიცია ეჭიდება, როგორც მაშველ რგოლს.

„როგორც წესი, ეს ემთხვევა ხოლმე იმ პროცესებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხშია შესული, ხან შიდაპარტიული და ხან სხვა მიმართულებებით. შესაბამისად, არანაირი კომენტირების სურვილი ლავროვის მიერ გამოთქმული აზრის მიმართ ნამდვილად არ გამაჩნია. ეკონომიკის ზრდა რომ მოხდა, ეს არის საქართველოს მთავრობის წარმატებული ოპერირებისა და მენეჯმენტის დამსახურება, მათ შორის მმართველი გუნდისა და „ქართული ოცნების“, იმ სწორად მართული პროცესების დამსახურება, რომელიც საქართველოში იყო გასულ წელს. შესაბამისად, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხედულებები ჩვენს ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა პროცესებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები როდესაც არიან დიდ გაჭირვებაში შიდაპარტიულად ან, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში, აუცილებლად გამოძებნიან ან ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ცოტა ხანი წაიტივტივონ და არ ჩაიხრჩონ.

მუდმივად საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე შიდაპარტიულ პროცესშია, გარჩევებში ან მათი რეიტინგი დეგრადირებს, როგორც წესი, გამოჩნდება რომელიღაც რუსი პოლიტიკოსი, რომელიც გააკეთებს განცხადებას და ამას ეჭიდებიან, როგორც მაშველ რგოლს და 2-3 დღე ტივტივებენ ამ ნიუსით. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და სხვა მიღწევები, რომლებიც საქართველოში იყო, არის სწორად მართული პოლიტიკის, მშვიდობისმყოფელი პოლიტიკის, საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ოდიშარიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge