png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 26.01.2023
  • 20:21
ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით - კახა კალაძე

ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, შენარჩუნდება საცურაო აუზის სივრცე და მუნიციპალიტეტი მზადაა, ამ სივრცის აღდგენითი სამუშაოების პროექტზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელოს.

„როდესაც გადმოგვეცემა ეს ტერიტორია, მუნიციპალიტეტი მზად არის, მოამზადოს პროექტი და დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. ყველას მოვუწოდებთ ჩართულობისკენ და ერთად შევქმნათ სასიამოვნო სივრცე, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს თბილისის მოსახლეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, დედაქალაქის მერის თქმით, ამაზე თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურები იმსჯელებენ.

„ჩემს მოწონებაზე არ არის ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. მუნიციპალიტეტს ჰყავს არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურები, სადაც მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესიონალები და ყველას ჩართულობით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიერ მშენებლობის ნებართვის საკითხზე მსჯელობა ვერასოდეს გახდება პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული.

„თქვენ იცით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქში და რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ყოველწლიურად სამშენებლო ნებართვები? არასდროს უკან არ დაგვიხევია ინფორმაციის მოწოდებაზე. სამწუხაროდ, თქვენ არ აშუქებთ და არ გინდათ, ის სიმართლე, რაც თქვენთვის მიუღებელია, საზოგადოებას მიაწოდოთ. ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით. არასოდეს გვიკადრია და არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge