png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო. ამას უამრავი დამატებითი არგუმენტი სჭირდება - გიული ალასანია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე

  • კომენტარები
  • 27.01.2023
  • 12:34
მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო. ამას უამრავი დამატებითი არგუმენტი სჭირდება - გიული ალასანია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე

მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო. ამას უამრავი დამატებითი არგუმენტი სჭირდება, - ამის შესახებ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სიარული უჭირს და ის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი არ არის.

„პირადად ჩემთვის, ეს მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო. ამას უამრავი დამატებითი არგუმენტი სჭირდება. მანამდე, თვეების განმავლობაში სხვა ექიმების, ექსპერტების დასკვნებს რასაც ვისმენდით, იქ ყველაფერი დასაბუთებული იყო. კოდები იყო მითითებული და ყველას გვარი, სახელი ვიცოდით. საერთოდ, ხომ გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენმა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა ჩვენი მხრიდან. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამერიკელები იყვნენ ჩართული, ასევე შვეიცარიიდან, ერთი გერმანიიდან არის, ერთი ბრიტანეთიდან, თვითონ ჩვენგან, საქართველოდან იყვნენ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები ჩართული და ასე თუ ისე, შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომლებიც არის. გარდა ამისა, ხომ გვახსოვს, როგორ მდგომარეობაში შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში, ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო, ახლა ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვეღარ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი ეტლში. წარმოიდგინეთ, ასეთ მდგომარეობაშია და მეუბნებიან, რომ ეს არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას ბევრმა ექიმმა მოაწერა ხელი, რომლებსაც ენდობა.

„იცით რატომ შეიძლება? რადგან ამ დასკვნას ძალიან ბევრმა ექიმმა მოაწერა ხელი და იმ ექიმებს ძალიან ვენდობი. ადამიანი 2021 წლის ოქტომბრიდან აკვირდებოდა პაციენტს და არა მარტო ჯიშკარიანი, ექიმების მთელი გუნდია, რომელთაც მაღალი რეპუტაცია აქვთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge