png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ზელენსკი სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს - წულუკიანი

  • კომენტარები
  • 02.02.2023
  • 21:08
ზელენსკი სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს - წულუკიანი

პატიმარმა სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა ზელენსკიზეც და გულის სანაცვლოდ იცავს კრიმინალს, – ამის შესახებ პირველი არხის ცნობით, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სააკაშვილი უნდა შეეგუოს სასჯელს.

„რასაკვირველია, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირადად მეც, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. პატიმარი არ ეგუება სასჯელს, რომელიც აქვს მისჯილი კანონიერად და ირჩევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა აირიდოს სასჯელი. მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს.

ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, ვინც ვართ ამ ქვეყნის შიგნით და გარედან არ ვუყურებდით უბედურებებს, რაც ამ ადამიანმა დაატრიალა ქვეყნაში, უნდა გავიხსენოთ, რისთვის არის სასჯელმისჯილი პატიმარი – არაერთი დანაშაულისთვის, რომლებიც მძიმე დანაშაულებია. შესაბამისად, საჭიროებს სასჯელის მოხდას. პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი. ეს მარტივი ანა-ბანაა, რომელსაც უნივერსიტეტების პირველ ფაკულტეტებზე ასწავლიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge