png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მესამე დისკუსია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 03.02.2023
  • 11:19
 საქართველოს ბანკის და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მესამე დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკის და ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი დისკუსია საინვესტიციო პოლიტიკაზე გაიმართა.  დისკუსიაში მონაწილეობა  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიიღეს. დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

„ვფიქრობ, დისკუსიამ სრულად უპასუხა დასახულ მიზანს, ვინაიდან, შედგა საკმაოდ საინტერესო დიალოგი ქვეყნისათვის უმთავრეს თემაზე -  საინვესტიციო პოლიტიკაზე. ჩვენ ნათლად დავინახეთ სახელმწიფოს პრიორიტეული ხედვა ინვესტიციებთან მიმართებაში, დავინახეთ კერძო სექტორის მხარდაჭერა და მოლოდინები, ანალიტიკური სფეროს კვალიფიციური შეფასება. დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყნის ახალი, მნიშნელოვანი როლიდან გამომდინარე დგას. ჩვენ დავინახეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობა არსებობს“,- განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური  და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია „ეკონომიკური დიპლომატიის“ შესახებ გასულ წლის 10 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე დისკუსია კი 12 დეკემბერს ჩატარდა, რომლის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და პოლონურ კვლევით ორგანიზაციას - „Foundation Institute for Eastern Studies” - შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის შედეგადაც, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი უკვე საქართველოს ბანკისა და "ჯეოქეისის" ერთობლივი პროექტის მთავარი ,ექსკლუზიური საერთაშორისო პარტნიორია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge