png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება

  • თავდაცვა
  • 09.03.2016
  • 11:50
სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელი, კაპიტანი კობა მერმანიშვილი სერჟანტ დავით ჯანეზაშვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიწვევის საფუძველზე ხორციელდება. 

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში გამართულ კონცერტებს კაპიტანი კობა მერმანიშვილი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრის ხელმძღვანელთან ერთად უდირიჟორებს. ღონისძიებების ფარგლებში ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორ-მუსიკოსები სპეციალურ მასტერკლასებსაც ჩაატარებენ, რომლის მიზანი ორკესტრის მართვისა და ხარისხის გაუმჯობესებაა.

ქართული და ბრიტანული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით დიდ ბრიტანეთში 5 დღის განმავლობაში კონცერტები და მასტერკლასები გაიმართება, შესრულდება სხვადასხვა კომპოზიციები. გალა-კონცერტი კი, 12 მარტს, კრიკჰოუველის საკონცერტო დარბაზში შედგება.

ბრიტანეთის არმიის ბენდი "სალამანკა" საქართველოს 2015 წლის სექტემბერში ესტუმრა და კონცერტები თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გამართა. „სალამანკას“ თბილისის კონცერტში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრიც მონაწილეობდა. სწორედ, ამ კონცერტმა ჩაუყარა საფუძველი ორ ორკესტრს შორის მეგობრობას. დიდ ბრიტანეთში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წარმომადგენელთა ვიზიტი ამ მეგობრობის გაგრძელებაა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ზეიმისთვის საქართველო დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ სტუმრებს კვლავ უმასპინძლებს. ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი ქართველ კოლეგებს პირველი სამხედრო-საჩვენებელი მარშის მოწყობაში დაეხმარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge