png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გარკვეული მცდელობა იყო ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს - კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

  • კომენტარები
  • 08.02.2023
  • 23:31
გარკვეული მცდელობა იყო ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს - კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

გარკვეული მცდელობა იყო, ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციებზე საუბრისას პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ქვეყანაში სიტუაცია საერთოდ არ არის დაძაბული. იყო გარკვეული მცდელობა, ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს. ის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსის შვილების მისამართით იმუქრებიან, ეს არის დაძაბულობა. ეს მეტყველებს ერთ რამეზე. ქვეყანაში არის პოლიტიკური ძალა და სამწუხაროდ, დღემდე არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც არაეთიკურად იქცევა, ცდილობს რადიკალიზმის გაღვივებას, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ არ ვაძლევთ რადიკალიზმის გაღვივებისა და ვითარების დაძაბვის საშუალებას. დაძაბული სინამდვილეში არაფერი არ არის, ქვეყანა ვითარდება სათანადოდ. ერთადერთი არის ქარიშხალი ჭიქაში, რომელიც ძირითადად ტრიალებს „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიებში. მათ აქვთ სამი ტელევიზია და ცდილობენ ქარიშხალის დატრიალებას. სინამდვილეში ქვეყანაში არის სიმშვიდე, მშვიდობა და ამ ყველაფრის შედეგია ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც.

რა თქმა უნდა, ვითარება იდეალური არ არის. პოლიტიკურ სისტემაში არის ისეთი მოცემულობა, რომელიც არ არის სასურველი ქვეყნის სტაბილური განვითარების მტკიცედ უზრუნველყოფისთვის. ასეთი პოლიტიკური ძალა როდესაც ქვეყანაში არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ასეთ დროს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ჯანსაღად ვერ შეფასდება. ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა. ჩვენი აზრით, მთავარი წამალი, როგორ უნდა აღმოიფხვრას რადიკალიზმი, არის რადიკალური ოპოზიციის დასუსტება და აქეთკენ მიდის პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge