png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს

  • საზოგადოება
  • 15.02.2023
  • 13:10
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება, 17 თებერვალს, TERMINAL-ში გაიმართება, სადაც Payze-ს თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია ქართული ფინტექ-კომპანიის განვითარების ეტაპებზე ისაუბრებს.

პანელურ დისკუსიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ თუ როგორ მიაღწია წარმატებას Payze-მ, როგორია იყო  Shopify-სა და Wix.com-ის პარტნიორი, ამასთან ერთად გაიგონ, თუ რა გამოცდილება მისცა და როგორ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს წამყვან სტარტაპ-აქსელერატორში, Y Combinator-სა და 500 Georgia-ში.

სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები ისეთ თემებზე როგორიცაა: საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება. პანელური დისკუსიის შემდეგ კი, ტრადიციულად, ნეთვორქინგი შედგება, სადაც ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ.

„დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ის თუ როგორ ცდილობს სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. შესაბამისად, ჩვენი ღონისძიებების მიზანიც სწორედ ისაა, რომ გამოცდილმა სტარტაპებმა შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. ჩვენი მორიგი ღონისძიებაც მათთვისაა, ვისაც სურს მეტი გაიგოს სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოზე, მის უპირატესობებსა და სირთულეებზე“ - განაცხადა Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დაინტერესებული პირები კი, რეგისტრაციის გავლას წინასწარ, მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://www.startupgrind.com/events/details/startup-grind-tbilisi-presents-dances-with-giants-partnering-with-shopify-wix-and-visa/

ცნობისთვის, Payze, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებულია, რამაც მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.

Payze - ეს არის ქართული ფინტექ-კომპანია, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს, როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში, ანგარიშწორების საკითხებში მოგვარების ახალ გზებს სთავაზობს.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge