png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მანგლისში საცხოვრებელი კორპუსი შენდება - ახალი შეთავაზება საქართველოს ბანკისა და „M-ლისი დეველოპმენტისგან“

  • საზოგადოება
  • 27.02.2023
  • 15:16
მანგლისში საცხოვრებელი კორპუსი შენდება - ახალი შეთავაზება საქართველოს ბანკისა და „M-ლისი დეველოპმენტისგან“

საქართველოს ბანკი დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს სთავაზობს. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროდუქტია  „გარანტირებული შენაძენი“, რომელიც  ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მომხარებლისთვის კიდევ უფრო სანდო და მიმზიდველი გახდეს. ასეთი კომპანიაა „M-ლისი დეველოპმენტი“, რომელიც აღნიშნული პროდუქტით ერთი წელია სარგებლობს და მომხარებელს საუკეთესო შეთავაზებას სთავაზობს.

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „M-ლისი დეველოპმენტი“ მანგლისში, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რომელიც 1800 კვ.მ ფართობზე განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 100 000 აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 აშშ დოლარია.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით მანგლისში, ცენტრალურ პარკთან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის მთავარ პლუსს მისი მდებარეობა წარმოადგენს. ბანკთან პარტნიორობა უკვე ერთ წელს ითვლის და პროექტი დაგეგმილი ვადის მიხედვით რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ ჩართული ვართ „გარანტირებული შენაძენის“ სქემაში, ეს კი გულისხმობს მეტ სანდოობას და საჭიროებას მომხმარებლისთვის.

ჩვენი პროექტი სხვა კურორტებთან შედარებით იმით განსხვავდება, რომ დედაქალაქთან ძალიან ახლოს, სუფთა ჰაერზე, თბილისიდან ერთი საათის გზაზეა. ჩვენი სამომავლო გეგმებიც კურორტებსა და რეგიონებს უკავშირდება, სადაც გვსურს დეველოპერული პროექტები განვავითაროთ“, - აღნიშნავს „M-ლისი დეველოპმენტის“ დირექტორი, გიორგი დანელია.

ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან გარანტირებული შენაძენის გაკეთებას შეძლებს, რაც ერთი მხრივ, მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას ზრდის. მეორე მხრივ, ეს დეველოპერებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, საკუთარი საქმიანობა განავითარონ და მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ.

„ბინის შეძენის მსურველებისთვის ძირითადი რისკები დეველოპერული კომპანიების მიმართ კეთილსინდისიერებასთან და სამშენებლო უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. „გარანტირებული შენაძენი“ კი, შეიქმნა სწორედ მათთვის, ვისაც დეველოპერული კომპანიებისგან მეტი სანდოობა სჭირდება. „M-ლისი დეველოპმენტიც“ სწორედ აღნიშნულ პროდუქტშია ჩართული და მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზება აქვს.

უკეთ, რომ ავხსნათ, „გარანტირებული შენაძენი“ გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს თუ დროულად არ ჩაბარდა ბინა, წინასწარ შენატანს ბანკი სრულად უნაზღაურებს. ეს კი ორივე მხარისთვის, როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.

„გარანტირებული შენაძენის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://m.bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/insurance

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge