png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდნენ ევროპის ქვეყნები მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, რატომ იფარებენ დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია - შალვა პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 28.02.2023
  • 19:00
ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდნენ ევროპის ქვეყნები მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, რატომ იფარებენ დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია - შალვა პაპუაშვილი

ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, დღემდე რატომ იფარებენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მესამე ინსტანციით მიესაჯა სასჯელი, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში. მათ შორის, ის დადიოდა ბრიუსელის კორიდორებში. ჩვენ ვამბობდით, რომ დამნაშავისთვის ხელის დაფარება ახალისებს მას, რათა არიოს საქართველოში სიტუაცია. გვახსოვს, რომ იმ პერიოდში, ვიდრე შემოიპარებოდა საქართველოში, ოთხი-ხუთი წელი თავისუფლად გადაადგილდებოდა, თავისუფლად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, ხელს ართმევდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს, ესაუბრებოდნენ და ატარებდნენ კორიდორებში, ის იქიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ერთვებოდა სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში, პირდაპირ მართავდა ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მათ შორის მაღალჩინოსანი. ყოველ ჯერზე, ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს არის საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, როდესაც დამნაშავე შეფარებულია, მათ შორის ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, და არ ხდება მისი გადმოცემა საქართველოსთვის. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ეს ახდა.

ეს ადამიანი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა, ქუჩაში რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. სამწუხაროდ, ევროპამ დამნაშავის შეფარებით ჩვენ მიგვიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, სადაც შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა. დღეს იმავე შეცდომის გამეორება ხდება.

ვხედავთ, რომ დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპაში. ჩვენ უნდა ვაცხადებდეთ პროტესტს, რატომ დაიარებიან თავისუფლად დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ევროპის დედაქალაქების ქუჩებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი დამნაშავე გადმოეცეს საქართველოს. პირდაპირ ვხედავთ და დავით კეზერაშვილიც აღიარებს, რომ ჩართულია პოლიტიკაში. ადამიანი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოპარა ჯარისკაცებს, ეს ადამიანი შეფარებულია ევროპის რომელიღაც ქვეყანას და არ ხდება მისი გადმოცემა…

ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს. აუხსნელია, რადგან ეს არ არის სწორი და მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასევე ჩემთვის აუხსნელია, დღემდე რატომ გვიფარავენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები, ევროპული ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს. ჰკითხეთ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს, რატომ არ გადასცემენ საქართველოს კეზერაშვილს და ადეიშვილს, რატომ არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას. სამწუხაროდ, ამაზე ახსნა არ მაქვს. ვერ ვხვდები, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge