png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული, არ არის დამოკიდებული ვანო მერაბიშვილზე, ეს დამოკიდებულია სისულელეების ჩამდენ „ქართული ოცნებაზე“ თავის ძალძის ძალასთან ერთად - ელისაშვილი

  • კომენტარები
  • 10.03.2023
  • 22:22
თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული, არ არის დამოკიდებული ვანო მერაბიშვილზე, ეს დამოკიდებულია სისულელეების ჩამდენ „ქართული ოცნებაზე“ თავის ძალძის ძალასთან ერთად - ელისაშვილი

ვანო მერაბიშვილს და ძველი დროის გადმონაშთ დინოზავრებს ვურჩევ, გაჩუმდნენ და ნუ ცდილობენ, მიეტმასნონ იმ მძვინვარებას, რაც ამ დღეებში ქალაქის ქუჩებში ხდებოდა, - პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ახლა ნუ ეცდებიან, როგორღაც აეზილონ ამ აქციას. ეს აქცია იყო იმის გამო, რომ საქართველო არ წავა რუსეთისკენ და უნდა წავიდეს ევროპისკენ, მორჩა და გათავდა. ახლა ნურც თავს მოიტყუებენ, ნურც უკრაინელებს მოატყუებენ. თვითონ თუ უნდათ თქვან,  სააკაშვილის გათავისუფლებით „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს აქციას, რამდენი კაცი გამოვა კი ვნახავთ, რამდენი გამოდიოდა თუნდაც ბოლო პერიოდში. თავს უხერხულ სიტუაციაში ნუ ჩაიგდებენ მერაბიშვილიც და სხვებიც, გაითვალისწინებენ ხომ კაი, თუ არა და იქნებიან ისეთივე დასაცინები, როგორც დღეს არიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილზე არ არის დამოკიდებული თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული.

„საქართველოში, თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული, ეს არ არის დამოკიდებული ვანო მერაბიშვილზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორ დასკვნებს გამოიტანს სისულელეების ჩამდენი „ქართული ოცნება“ თავის რაღაც ძალძის ძალა თუ ხალხის ძალა, თუ რაღაც რომ ჰყავთ, იმასთან ერთად“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში ვანო მერაბიშვილმა კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.

ასევე შეკითხვაზე: „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, მერაბიშვილმა უპასუხა:

„არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ ვიცი ზუსტად, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ხდება ისე, რომ პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ გუშინდელის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში".

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge