png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები - მამუკა მდინარაძე

  • კომენტარები
  • 15.03.2023
  • 15:17
მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები - მამუკა მდინარაძე

მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას.

„ისინი ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს ყველა გზით. საუკუნის აფიორა დასჭირდება პიარ კამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეს, ისინი ცდილობენ თავის ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი“, - თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის კურსი მითითებულია კონსტიტუციაში და მის გადახვევას არავინ აპორებს.

„ამ დღეების განმავლობაში, იქ იდგნენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ რაღაცების, მათ შორის ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომელიც ამის დაორგანიზებას ახდენდა. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.  რაც მთავარია, თუ მათ დაალაგეს საუკუნის აფიორა, რომელშიც ჩართული იყვნენ მათი დატრენინგებული ჯგუფები, მაგრამ გაცილებით მეტი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ აპროტესტებდა იმას, რომ შეიძლება, რაღაც რისკი შექმნოდა ქვეყნის კურსს.

ამ ქვეყნის კურსი მითითებულია კონსტიტუციაში და ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იმ აფიორაში ჩაყვება „ნაცმოძრაობას“, ვისი ორგანიზებითაც ხდება ეს ყველაფერი. ამ ქვეყნის კურსი არის ევროპული მომავალი. ეს წერია კონსტიტუციაში, ჩვენ მიერ არის შეტანილი და ამის გადახვევას არათუ ვინმე აპირებს, ამის წინააღმდეგ მებრძოლის გამოაშკარავება იქნება ყოველთვის. მათი თვალთმაქცური პიარკამპანიები და საუკუნის აფიორები, საბოლოო ჯამში, დარჩება წარსულს. ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge