png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

  • საზოგადოება
  • 16.03.2023
  • 11:11
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა „ბლუბერი ფილდსთან“ პარტნიორობით წყალტუბოში, სოფელ გუბისწყალში, 25.2 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

ბანკის ინვესტიციით კომპანიამ ნერგებისა და პლანტაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა და მიწის დამუშავება შეძლო. ასევე, მოეწყო ჭაბურღილი და საირიგაციო სისტემა.

კომპანიამ საქმიანობა 2022 წელს დაიწყო, რომლის მიზანი ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება და მისი ექსპორტზე გატანაა. ამ დროისთვის „ბლუბერი ფილდსი“ საექპორტოდ გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 2022 წელს, წყალტუბოში, 25.2 ჰექტარზე ლურჯი მოცვები გავაშენეთ. მოსავალს 2024 წელს ველოდებით, რის შემდეგაც პროდუქტის ექსპორტზე გატანას ევროპასა და გაერთიანებულ საამიროებში ვგეგმავთ.  ლურჯი მოცვით არა მხოლოდ ევროპის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიც არიან დაინტერესებული. ამასთანავე, ბოლო პერიოდში პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა. ბაზრის შესწავლა და სამომავლო პარტნიორების მოძიება უკვე დაწყებული გვაქვს. აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო გამოფენებსა და ექსპოზიციებში მონაწილეობას, რაც სამომავლოდ ჩვენი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაგვეხმარება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, ბაია გადაბაძე.

კომპანია, 2023 წელს ლურჯი მოცვების გაშენებას დამატებით  28.76 ჰა-ზე გეგმავს. ჯამში კი 100 ჰა-ს მოცვა სურს. მოსავლის აღების პერიოდში კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას გეგმავს. ეს კი ყოველდღიურად საშუალოდ 400 ადამიანთან თანამშრომლობას გულისხმობს.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება ლურჯ მოცვებს - დიდი პოტენციალის მქონე ბიზნესია, რომელიც საჭიროა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და მეტი ქართული პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე. მსგავსი საქმიანობა ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. კომპანია გაფართოებაზე ფიქრობს და სამომავლოდ უკვე დაგეგმილი აქვს სამაცივრე მეუნეობის მოწყობა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მათთან ერთად სხვა ფერმერებსაც მიეცემათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

ინფორმაციისთვის, „ბლუბერი ფილდსი“ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის წარმოებას გეგმავს. კომპანია დაფუძნებიდანვე ითვალისწინებს და ნერგავს „Global G.A.P.”-ის ყველა სტანდარს და მოთხოვნას. ეს ასახული იქნება არამხოლოდ პროდუქციაზე, არამედ მიდგომებზე თანამშრომელთა გადამზადების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის თვალსაზრისით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge