png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მცდელობები აქვთ ე.წ. მეგობრებს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან ეს ხელისუფლება მათთვის მისაღები არ არის ერთი მიზეზის გამო: გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე, ჩვენ კი ამას თავს, ხალხსა და ქვეყანას არ ვაკადრებთ - კალაძე

  • კომენტარები
  • 17.03.2023
  • 10:43
მცდელობები აქვთ ე.წ. მეგობრებს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან ეს ხელისუფლება მათთვის მისაღები არ არის ერთი მიზეზის გამო: გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე, ჩვენ კი ამას თავს, ხალხსა და ქვეყანას არ ვაკადრებთ - კალაძე

მას შემდეგ, რაც უარი გვითხრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა მე ილუზია თავიდანვე არ მქონდა, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა ამ პროცესში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი და თანმიმდევრულად მივყვებით, რომ ეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულდეს. ამ გეგმის დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე მიმართულება და ესეც, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ, თუმცა აქ არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვს გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანს, ე.წ. მეგობრებს, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან ეს ხელისუფლება მათთვის მისაღები არ არის ერთი მიზეზის გამო: გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ჩვენ კი ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ხალხს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი. მთელი ჩემი ცხოვრება, წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ უნდა იყო მონა და დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge