png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიბო ჯგუფი“ მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს

  • საზოგადოება
  • 17.03.2023
  • 10:46
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიბო ჯგუფი“ მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, კომპანია, რომელიც ბანკთან პარტნიორობით მზის სადგურების დამონტაჟებას გეგმავს, სადისტრიბუციო კომპანია „ლიბო ჯგუფია“. ის თბილისში, ახალ სასაწყობე ფართს 6 510 კვ.მ.ზე აშენებს, სახურავზე კი  მზის პანელებს დაამონტაჟებს.

სასაწყობე ფართის პირველი ფაზა, რომელიც სულ მალე დასრულდება, 2 360 კვ.მ. ფართობზე იქნება განთავსებული. კომპანია, მზის პანელების დამონტაჟებას სწორედ აღნიშნულ სასაწყობე ობიექტზე გეგმავს.

პროექტის ჯამური ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ ფინანსდება.

„საქართველოს ბანკის დახმარებით გურამიშვილზე ახალ სასაწყობე ფართს ვაშენებთ, რომლის დასრულების შემდეგ  მზის პანელების დამონტაჟებას ვგეგმავთ. მზის სადგურების მშენებლობა არის გარემოზე ზრუნვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რისი გაკეთებაც პასუხსიმგებლიან კომპანიას შეუძლია.  ბანკთან ერთად მზის პანელების განთავსებაში კომპანია „გრინ ენერჯი“ დაგვეხმარება, რომელთან თანამშრომლობაც უკვე დაწყებული გვაქვს. აღნიშნული მზის სადგურები წლიურად 348 502 კვტ-ის გამომუშავებას შეძლებს, ინვესტიციის უკუგების პერიოდი კი 5 წელი იქნება“, - აღნიშნავს „ლიბო ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, ოთარ ბადაგაძე.

“დღითი დღე იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც მზის სადგურების დამონტანჟებას გეგმავს. კერძო სექტორი გარემოზე ზრუნვასა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე აქტიურად ფიქრობს. მზის პანელების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს. ამასთან, მზის სადგურების პროექტების განვითარება ბიზნესზე დადებითად მოქმედებს, აყალიბებს მას ეკომეგობრულ კომპანიად და მომხმარებლისთვის მეტ სანდოობას იმსახურებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge