png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დონბასში რუსეთის შეტევა კულმინაციას აღწევს, უკრაინას კი შეუძლია ინიციატივა ხელში აიღოს - ISW

  • მსოფლიო
  • 20.03.2023
  • 10:10
დონბასში რუსეთის შეტევა კულმინაციას აღწევს, უკრაინას კი შეუძლია ინიციატივა ხელში აიღოს - ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის შეტევა დონბასში კულმინაციას აღწევს, უკრაინას კი აქვს შესაძლებლობა ინიციატივა ხელში აიღოს და კონტრშეტევა დაიწყოს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ძალების შეტევითი ოპერაციების ტემპები საომარი მოქმედებების მთელ ტერიტორიაზე ბოლო კვირების განმავლობაში შენელდა, რაც იმას მოწმობს, რომ რუსეთის ძალების გაზაფხულის იერიში დონბასში, შესაძლოა, კულმინაციას მიუახლოვდეს.

ექსპერტები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ჩაატარეს ლოკალური კონტრშეტევა ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით, რუსეთში უკრაინის კონტრშეტევის შესახებ გამწვავებული მსჯელობის ფონზე. ეს მსჯელობები ადასტურებს იმას, რომ „რუსული წყაროები დარწმუნებულნი აღარ არიან რუსი სამხედროების შესაძლებლობაში შეინარჩუნონ ინიციატივა  ბახმუტის გარშემო“.

გარდა ამისა, ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელი სამხედროები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უჰლედარის რაიონში რუსეთის ჯარის უდიდესი დანაკარგები სერიოზულად ასუსტებს რუსეთის შეტევით პოტენციალს დონეცკის ოლქში.

ექსპერტები მიანიშნებენ, რომ „არსებული ქვედანაყოფების სპეციალური აღდგენა უჰლედართან განლაგებისთვის, ასევე ქვებრიგადების ეშელონური სპეციალური ფორმირებების შექმნა, მოწმობს იმას, რომ რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები დონეცკის ოლქის დასავლეთში მნიშვნელოვნად გაუარესდა“.

სპეციალისტების აზრით, საბრძოლო მოქმედებების ტენდენციების გათვალისწინებით „უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა, ხელში აიღოს ინიციატივა და დაიწყოს კონრშეტევა ფრონტის ხაზის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებზე“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge