png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შალვა რამიშვილის მიმართ არის ისტერიული კამპანია, ეს საეჭვოდ დაემთხვა დროში „პოსტივის“ რეიტინგის ზრდას და „მთავარი არხისთვის“ გადასწრებას - მამუკა მდინარაძე

  • კომენტარები
  • 30.03.2023
  • 16:37
შალვა რამიშვილის მიმართ არის ისტერიული კამპანია, ეს საეჭვოდ დაემთხვა დროში „პოსტივის“ რეიტინგის ზრდას და „მთავარი არხისთვის“ გადასწრებას - მამუკა მდინარაძე

შალვა რამიშვილის მიმართ არის ისტერიული კამპანია, ეს საეჭვოდ დაემთხვა დროში „პოსტივის“ რეიტინგის ზრდას და „მთავარი არხისთვის“ გადასწრებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ორი თვეა, „პოსტივის“ კონკრეტული რეიტინგები იმდენად მაღალია, რომ მან გაუსწრო ნაცმეედიის ყველაზე პოპულარულ არხს, „მთავარ არხს“. ფაქტებია, რომ „პოსტივიმ“ გაუსწრო „მთავარ არხსაც“ კი და ამის შემდეგ დაიწყო კამპანია „პოსტივის“ და შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. საიდუმლო შეხვედრას მართავდნენ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ამ კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რისი მხილებაც მოხდა. ამის შემდეგ გაგრძელდა ეს ისტერია. შემდეგ მოვისმინეთ ამაზრზენი საუბრები, ძალიან ცუდი მოსასმენი, ძალიან ცუდი შინაარსის საუბრები, მაგრამ ამ შინაარსსაც თავისი შეფასება, განსჯა სჭირდება. აქ ვერ გავასამართლებთ, და ლინჩის წესით გასამართლების მომხრე, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ ბრძანდებით. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ თქვენი კოლეგის, „პოსტივის“ ჟურნალისტის მიმართ თავში ჩარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება მასზე, რაზეც არავინ არაფერს ამბობს. შემდეგ ვნახეთ „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა. ესენი იყო ფაქტები და თუ ამ ფაქტებზე სწორ დასკვნებს გავაკეთებთ, აუცილებლად საქმე გვექნება ორმაგ სტანდარტთან.

მიმაჩნია, რომ შალვა რამიშვილის მიმართ არის ისტერიული კამპანია. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება წარსულში მის ნალაპარაკევს არ ამართლებდეს, ის ადამიანი თავადაც ამბობს, რომ ამისთვის თითოეულ ფრაზაზე პასუხს აგებს, რა ფორმითაც არის კანონით გათვალისწინებული. ასევე, უნდა ვთქვათ ისიც, რომ, სულ მცირე, საეჭვოდ დაემთხვა დროში „პოსტივის“ რეიტინგის ზრდას და „მთავარი არხისთვის“ გადასწრებას. მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა. ვიღაც შეიძლება გულწრფელი იყოს და დღეს გაბედა რომელიმე ქალმა, რომ რაღაც ჩანაწერი გამოაგდო, ვიღაცამ კი – შეკვეთით და ამ შეკვეთის ავტორს ხვდებოდა ორგანიზატორი. ესეც ხომ ფაქტია, ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის. ამის ფონზე, ერთი მხრივ, ვისმენთ ძალიან ცუდი შინაარსის ჩანაწერებს, მეორე მხრივ, დროში დამთხვეულ კამპანიას „პოსტივის“ და შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge