png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმრო საქართველოში“ - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

  • ბიზნესი
  • 04.04.2023
  • 18:03
„საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმრო საქართველოში“ - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე 350 მონაწილიდან, სულ, 24 გამარჯვებული გამოავლინეს.

„საირმე“ ერთ-ერთი უდიდესი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია ევროპაში, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს. 2020 წელს „საირმეს“ „World Travel Award“-ის კიდევ ერთი ჯილდო აქვს მოპოვებული ნომინაციაში „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“.

ტურიზმის ყოველწლიური დაჯილდოება - Welcome to Georgia საქართველოში 2015 წლიდან იმართება და პროექტის მთავარი მიზანი ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაა. ცერემონიას, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა, 600-ამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები.

ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობდა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. სასტუმრო „საირმემ“ გამარჯვება ორივე ეტაპზე მიღებული საუკეთესო შეფასებების შედეგად მოიპოვა.  

--

სასტუმრო „საირმე“ სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე კურორტ საირმეში მდებარეობს. სასტუმროში 152 ნომერია განთავსებული, სადაც ერთდროულად 400-ამდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. საირმე არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge