png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში - ხატია დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 05.04.2023
  • 19:23
ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში - ხატია დეკანოიძე

ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ არ ვართ ექიმები და ვერ გეტყვით, პატიმრის ფსიქოლიგიური მდგომარეობა როგორი შეიძლება, იყოს – დეპრესია, სტრესი. ამან შეიძლება, ბევრი რამ განაპირობოს. ეს ზუსტად ისაა, რასაც კონსილიუმის წევრები ამბობენ. რა მდგომარეობაშიც არის, იმის საფუძველს ქმნის, რომ ფიზიოლოგიურად ძალიან სერიოზული დარღვევები და ცვლილებები ჰქონდეს.

ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა მესმის, მაგრამ საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტთან, პრეზიდენტის პატიმრობაა და ქვეყნისთვის მომავალი ექვსი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახმა და ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე ჰუმანიტარული მიზნით შეთანხმებას მიაღწიონ.

ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. არ ვიკადრებ, რომ ჩემი ყოფილი პარტია დავადანაშაულო იმაში, რომ მის თავისუფლებას ვერ აღწევენ, რადგან ამას ჩვენ ვერ ვიზამთ და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ადამიანი არის ავად, ფიზიოლოგიურად ავადმყოფია მძიმე დიაგნოზებით. ის ხაზი, რომ ვინმე მისი თავისუფლებისთვის საკმარისს არ აკეთებდა, არასწორად მეჩვენებოდა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეკითხვაზე, "მანიპულაციაში იგულისხმება თუ არა ხაბეიშვილის ნათქვამი - შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი", დეკანოიძემ თქვა, რომ "ლევანი თავისი სიტყვის მძევალი გახდა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ, არასწორი იყო მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულაცია. სწორი არ ვიქნები, ვინმე რაიმეში დავადანაშაულო, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ხელისუფლება".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge