png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

Volvo XC90 და XC90 Recharge Plug-in Hybrid საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის ჯილდოს მფლობელია

  • ბიზნესი
  • 06.04.2023
  • 15:49
Volvo XC90 და XC90 Recharge Plug-in Hybrid საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის ჯილდოს მფლობელია

დიდი ზომის პრემიუმ SUV-მა - Volvo XC90-მა საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის (IIHS) 2023 წლის TOP SAFETY PICK+ ჯილდო მიიღო. გამარჯვების მოსაპოვებლად შვედურ მწარმოებელს უსაფრთხოების გამკაცრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწია.

ვოლვო ქარსის კონცეფციის გათვალისწინებით, უსაფრთხოება ბრენდისთვის უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო გიგანტი არჩეულ გზას მიჰყვება და შედეგებს სულ უფრო აუმჯობესებს.

„Volvo XC90 ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ ის გზებზე მოძრავი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სიაშია“, - განაცხადა ასა ჰაგლუნდმა, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა.  

საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ავტომობილები გამორჩეულია როგორც უსაფრთხოებით, ისე ეკოლოგიურობით. XC90 Recharge მოდელს 73 კილომეტრამდე გავლა შეუძლია სრულად დამუხტული ელექტროძრავით.

დღეს Volvo Cars-ისთვის მდგრადი განვითარება ისეთივე პრიორიტეტული მიმართულებაა, როგორც უსაფრთხოება. შვედურ მწარმოებელს უკვე გაცხადებული აქვს, რომ 2030 წლისათვის მხოლოდ სრულად ელექტრომოდელებს გაყიდის, ხოლო 2040-ისთვის კლიმატნეიტრალური კომპანია იქნება.

IIHS

საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტი დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებაა. ამის მისაღწევად, IIHS ყოველწლიური კვლევების საფუძველზე, მოთხოვნებს ავტომწარმოებლების მიმართ ზრდის და ახალ კრიტერიუმებს ადგენს.

Volvo Cars

ვოლვო ქარსი, რომელიც 1927 წელს დაარსდა, დღეს უკვე 100 ქვეყანაში საქმიანობს. ამიერკავკასიასა და შუა აზიაში შვედურ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს  და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge