png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება - ლევან მურუსიძე დასანქცირებაზე

  • კომენტარები
  • 06.04.2023
  • 16:45
რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება - ლევან მურუსიძე დასანქცირებაზე

დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ მოსამართლეები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებენ ელჩისა და საელჩოს პოზიციებს, არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, კორუფცია არის შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა.

„მე მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოხდა მოსამართლეზე კორუფციის ბრალდების დაბრალება. არის თითიდან გამოწოვილი. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

რა არის ნამდვილი მიზეზი, ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომლის მცდელობები დასაწყისში იყო არასამთავრობო სექტორის მეშვეობით. შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ იყო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, რადგან საელჩოს ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ახლა რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, ამას გეტყვით და მოგიყვანთ მაგალითს. იცით, რომ ქალბატონი დეგნანი, კონკრეტულ საქმეზე რამდენჯერმე გამოვიდა და იძახდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება, მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჯერ ერთი ჩემთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში. აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს არის შემდეგში: თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ. ეს არის ცალსახა. ასევე არის ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება. მას შეხვდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ არ წაიყვანეს აშშ-ში. მეტსაც გეტყვით, ამას რომ მოჰყვა სოლიდარობა სხვა მოსამართლეების მხრიდან, იყო შემთხვევები, რომ პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ, აბულინგებდნენ, როგორ გაბედა მოსამართლემ, რომ მხარი დაუჭირა ლაშა ჩხიკვაძეს, როგორც გაბედა და შეუერთდა მის პოზიციას. ლაშა ჩხიკვაძის თემა არის აისბერგის წვერი“ - განაცხადა მურუსიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge