png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილ საბურავებს Tegeta Green Planet გაიტანს

  • საზოგადოება
  • 06.04.2023
  • 20:48
თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილ საბურავებს Tegeta Green Planet გაიტანს

,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია Tegeta Green Planet-ი მზად არის დედაქალაქის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავები გადამამუშავებელ საწარმოს ჩააბაროს. 

თბილისის შემოვლით გზაზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ გაავრცელა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ნარჩენების გატანის შესახებ ,,თეგეტა ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მზად ვართ დაბინძურებული ტერიტორიის მოწესრიგების ვალდებულება ავიღოთ. ჰოლდინგის შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet საავტომობილო ნარჩენებს  გაიტანს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარებს. საწარმოებში საბურავების გადამუშავება ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოხდება.

თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავების მოცულობის გათვალისწინებით, ტერიტორიის მოწესრიგებას დაახლოებით ათი დღე დასჭირდება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადგილზე, ამ დროისათვის, ათასობით საბურავია გადაყრილი“ - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

---

Tegeta Green Planet: ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა და ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, პროდუქტის უტილიაზაციას და მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას ახორციელებს. უსარგებლო ნარჩენების რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge