png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არ შეიძლება, დეპუტატის დევნა, ცოტა შრომა გასწიეთ და წესები წაიკითხეთ- შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს

  • კომენტარები
  • 07.04.2023
  • 12:26
არ შეიძლება, დეპუტატის დევნა, ცოტა შრომა გასწიეთ და წესები წაიკითხეთ- შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს

პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტებმა წესები უნდა წაიკითხონ და დეპუტატებს ჩართული კამერით არ უნდა შეუვარდნენ.

„პარლამენტის აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თავად ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. მეხუთეჯერ გაიმეორეთ ტყუილი, თითქოს, რაიმე კავშირშია შინაარსი. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. კითხვა სულ რომ სპორტზე იყოს, ეს არაფერ შუაშია. მთავარია, რომ არ შეიძლება, დეპუტატის დევნა. წესები ყველა ჟურნალისტს აგიხსენით. საჯაროა, გამოყავით ორი წუთი და ეს წესები წაიკითხეთ. ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტი იყო ეთიკური ჟურნალისტიკის მიღმა. ამიტომ შემუშავდა ბრძანება. სწორია ეს პრინციპები. რა თქმა უნდა, ამას არ გადავხედავ. გირჩევთ, წესები წაიკითხეთ. სამი ძირითადი საკითხია. წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან დეპუტატს არ უნდა შეუვარდეთ ჩართული კამერით. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს, აპარატის თანმშრომლებსა და დეპუტატებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო. ამიტომ, როდესაც რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ინტერვიუ მოგცეთ, პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge