png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა ვიზიტმა სავსებით დაგვარწმუნა, რომ ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, სასამართლო მარტო არ არის - დიმიტრი გვრიტიშვილი

  • კომენტარები
  • 10.04.2023
  • 21:44
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა ვიზიტმა სავსებით დაგვარწმუნა, რომ ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, სასამართლო მარტო არ არის - დიმიტრი გვრიტიშვილი

პრემიერ-მინისტრის უზენაეს სასამართლოში ვიზიტმა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

“შეიძლება, თამამად ითქვას, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის უზენაეს სასამართლოში ვიზიტმა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა. ამ უპრეცედენტო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, მიზანი ერთი მხრივ იყო თითოეული მოსამართლის დაშანტაჟება. მეორე, ხელისუფლებისადმი გზავნილი იყო, რომ აი, გაემიჯნეთო. ამის ცალსახა ლუსტრაცია პრეზიდენტის ბრიფინგი იყო. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია, რომ ვთქვათ, ჩვენს "ევროპულ მომავალს" ეს 4 ადამიანი შევწიროთო.

რაც შეეხება მთავრობასა და მთავრობის მეთაურს. ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა ვიზიტმა და მის მიერ გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, დღეს სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც სახელმწიფოს თანამდებობის პირველ პირს უნდა ეკავოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, საბჭოს წევრებთან და მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge