png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მსოფლიო ვერ უგულებელყოფს, თუ როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები - ზელენსკი უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯაზე

  • მსოფლიო
  • 12.04.2023
  • 15:45
მსოფლიო ვერ უგულებელყოფს, თუ როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები - ზელენსკი უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება რუსების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის კადრებს და ამბობს, რომ მსოფლიოს უნდა ჰქონდეს რეაგირება.  „არის რაღაც, რასაც მსოფლიო ვერ უგულებელყოფს: როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო... უკრაინელი სამხედროს მკვლელობა... მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს ვიდეო აჩვენებს რუსეთის სახეს, როგორიც ის არის. მათთვის არ არსებობენ ადამიანები, შვილი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი...“

ეს შემთხვევითობა არ არის, ეს ეპიზოდი არ არის, ასე იყო ადრეც, ასე იყო ბუჩაში. ათასჯერ. ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ყველა ლიდერს. არ ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ეს დავიწყებას მიეცემა, რომ დრო გავა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არაფერს დაივიწყებს და მკვლელებს არ აპატიებს.

"ყველაფრისთვის კანონიერი პასუხისმგებლობა დადგება. ტერორი უნდა დამარცხდეს. ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერებს რეაგირება არ ექნებათ, ახლა უნდა ვიმოქმედოთ! ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ფრონტზე. მაქსიმალურად დავეხმაროთ. გავდევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი- გამარჯვების მოპოვებაა. მთავარი მიზანი - უკრაინას სჭირდება სიძლიერე, რომ გაიმარჯვოს. ოკუპანტების განადგურება, მკვლელების დასჯა, ბოროტი სახელმწიფის ტრიბუნალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსი სამხედროები დანით თავს კვეთენ უკრაინელ ჯარისკაცს. ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო ჯერ კიდევ ცოცხალია, როდესაც ოკუპანტებმა მისთვის თავის მოჭრა დაიწყეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამ ომის დანაშაულზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge