png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ტრანს ალიანს ფოთმა“ ავტოპარკის რაოდენობა გაზარდა

  • საზოგადოება
  • 19.04.2023
  • 16:04
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ტრანს ალიანს ფოთმა“ ავტოპარკის რაოდენობა გაზარდა

საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია, რადგან სწორედ  წარმატებული კომპანიები ქმნიან ქვეყნის ძლიერ ეკონომიკას. ბანკთან პარტნიორობით, გადამზიდავმა კომპანია „ტრანს ალიანს ფოთმა“, ავტოპარკის რაოდენობა გაზარდა, რაც მას სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტის ჯამური ღირებულება 800 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულად  ბანკის მიერ დაფინანსდა.

„საქართველოს ბანკთან 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით წელს ავტოპარკის რაოდენობის გაზრდა შევძელით. ბანკის ფინანსური დახმარებით გერმანიიდან ევრო 5-ის სტანდარტის მანქანები ჩამოვიყვანეთ, რომლებსაც თვეში 1000 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. სამომავლოდ მანქანების დამატებას კიდევ ვგეგმავთ, ეს კი მეტი ტვირთის გადაზიდვის  შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კომპანია „ტრანს ალიანს ფოთის“ დირექტორმა, გიზო  ჩიტიანმა.

 „კომპანია „ტრანს ალიანსი“ 17 წელია ჩვენი პარტნიორია და ჩვენთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ის გამორჩეული, ეკომეგობრული გადამზიდავი კომპანიაა, რომლის ავტოპარკის 80 %-ზე მეტი სრულად აკმაყოფილებს ევრო 5-ის სტანდარტს. რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანები გამოყოფენ მინიმალური ოდენობის მავნე გამონაბოლქვს. შესაბამისად, გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებენ. მდებარეობიდან გამომდინარე, ფოთში საკმაოდ აქტუალურ საქმიანობას ტვირთების გადაზიდვა წარმოადგენს. ამას გარდა, პორტში აქტიურად მიმდინარეობს გაფართოებითი პროექტები, იზრდება ტვირთბრუნვა. კომპანიაც ფეხს უწყობს ამ ტემპს და დამატებით კიდევ 6 მანქანის შეძენას გეგმავს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, ზაზა ფიფიამ.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ტრანს ალიანსი“ 1998 წელს ფოთში დაფუძნდა, რომლის ძირითადი გადაზიდვები ფოთიდან სომხეთის მიმართულებით ხორციელდება. კომპანია ყველანაირი ტიპის გადაზიდვას ახორციელებს, თუმცა მის ძლიერ მხარეს სახმელეთო ნაწილი წარმოადგენს, რადგან „ტრანს ალიანს“ საკუთარი მანქანები  და გამოცდილი მძღოლები ჰყავს, რომლებიც ტვირთის უვნებლად გადაადგილებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიან მომსახურებაზე არიან პასუხისმგებლები. კომპანიის მთავარი ოფისი ფოთში მდებარეობს, თუმცა წარმომადგენლობა აქვთ ასევე ბათუმშიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge