png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი და „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ

  • ბიზნესი
  • 20.04.2023
  • 14:23
საქართველოს ბანკი და  „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშულო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.

კომპანია „აგრითაჩი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს. ამ პროცესში მათი ძირითადი  აქცენტი სოფლის მეურნეობაში არსებულ იმ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებზე კეთდება, რაც მეურნეობის წარმადობასა და მის მომგებიანობას ზრდის.

 „2017 წლიდან, კომპანია ბაზარზე იყო პირველი, რომელმაც მოცვის ექსპორტი აზიის ბაზარზე სამი ექსპერიმენტული ბაღიდან განახორციელა. ამის შემდეგ, გლობალურმა მოთხოვნამ გვიბიძგა, აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო განგვევითარებინა. მივხვდით, რომ ქვეყანაში დადგა მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვის ნერგების მიწოდებისა და დარგვის შემდგომი რეკომენდაციის გაცემის საჭიროება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ფერმერებისთვის კონსულტაციის გაწევა. ჩვენი კომპანია მწარმოებლებს კონსულტაციას შემდეგი მიმართულებით სთავაზობს: ბიუჯეტირება და ფინანსური ანალიზი; ნერგების შერჩევა, საირიგაციო მომსახურება, მექანიზმის განსაზღვრა; სახარჯი მასალების მოძიება და შესყიდვა; საგრანტო და საბანკო დოკუმენტაციის მომზადება; ბაღის მენეჯმენტი; სარეალიზაციო არხების მოძიება, სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და სხვა მრავალი.

დარგის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, რაზეც საქართველოში ასეულობით ჰა-ზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სხვადასხვა ბაზარზე განხორციელებული ექსპორტი მეტყველებს. „აგრითაჩი“ წლებია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სანერგე მეურეობებთან, როგორებიცაა: Polka borowka, De Kemp, Plant 365, FallCreek. ასევე ვთანამშრომლობთ ქოთნების მწარმოებელ კომპანია San San-თან. კომპანია „აგრითაჩი“ არის International Blueberry Organization-ის ერთადერთი წევრი საქართველოდან“, - აღნიშნავს კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე ვეფხვაძე.

 „საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს აგროსექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჩვენთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ეხმარება, როგორც საკონსულტაციო მიმართულებით, ასევე ბაღის გაშენებისა თუ მოვლის მხრივ.  ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, აგრომიმართულებით მიიღონ ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მიღებული ცოდნით ისინი მომავალში შეძლებენ ახალი საწარმოების გახსნას, სხვა ბიზნესებისთვის დახმარების გაწევასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. რაც კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააძლიერებს  სოფლის მეურნეობას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

ცნობისთვის, კომპანია „აგრითაჩი“ ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანის, გაყიდვისა და შემოსავლის ზრდის მიზნით დახმარებას ბაზრის განვითარებისა და ლოგისტიკის მიმართულებითაც უწევს. ამ ეტაპზე კომპანიას ექსპორტი განხორციელებული აქვს როგორც კატარში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ კონგში, ბაჰრეინში, პოლონეთში და ა.შ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge