png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შემზარავი სანახავია, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნება“ დაიცვას სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე, 11 წლის თავზე აქამდე მივიდნენ - ალეკო ელისაშვილი

  • კომენტარები
  • 20.04.2023
  • 19:25
შემზარავი სანახავია, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნება“ დაიცვას სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე, 11 წლის თავზე აქამდე მივიდნენ - ალეკო ელისაშვილი

შემზარავი სანახავია, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნება“ გადაეფაროს და დაიცვას სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე და მისი ღირსების დასაცავად საპარლამენტო საქმიანობას აჩერებენ. ყოჩაღ ,,ქართულ ოცნებას“, ვულოცავ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას! 11 წლის თავზე აქამდე მივიდნენ,-  ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ,,ქართული ოცნება“ თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს.

,,ნებისმიერი ადამიანი ხედავს, როგორც სასაცილო მდგომარეობაშია ,,ქართული ოცნება“ ჩავარდნილი, სხდომას ესწრებიან, მაგრამ რეგისტრაციას არ გადიან და ასე ცდილობენ ფონს გავიდნენ, ძალიან ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. მათი საქციელი ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს. რეგლამენტით 50 დეპუტატს შეუძლია, რომ დააინიციიროს და შემდეგ შექმნას საგამოძიებო კომისია, რა შუაშია უმრავლესობა? რამდენ ხანს უნდა მოახდინონ პარალიზება და გააჩერონ პარლამენტი, მხოლოდ ეს საგამოძიებო კომისია ხომ არ არის? სხვა ნებისმიერი კანონიც გაჩერდება. ძალიან სასაცილო მდგომარეობაშია ,,ქართული ოცნება“ და ორი გამოსავალი აქვთ - ერთი, რომ დააშანტაჟონ და გადაიბირონ ოპოზიციიდან ვინმე, ან უბრალოდ აღიარონ რომ დამარცხდნენ და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. სულ რომ ვეუბნებოდით ოპოზიციიდან ზოგიერთებს, რომ ეს ბოიკოტობანა იყო სასაცილო და რომ უამრავი ბერკეტი და საშუალება გვაქვს პარლამენტში ოპოზიციონერებს, ახლა მაინც ხომ მიხვდნენ? ხომ არიან ბედნიერები და თვალებანთებულები? კარგია, რომ დაიწყეს სიარული. თავის დროზე ვეუბნებოდით, რომ სიები არ ჩაეხსნათ და ჩვენთვის უნდა დაეჯერებინათ, თერთმეტი მანდატია დაკარგული სიების ჩახსნის შედეგად. ყველაზე შემზარავი სანახავია, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნება“ გადაეფაროს და დაიცვას სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, მურუსიძე და მისი ღირსების დასაცავად საპარლამენტო საქმიანობას აჩერებენ. ყოჩაღ ,,ქართულ ოცნებას“, ვულოცავ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას! 11 წლის თავზე აქამდე მივიდნენ“ _ განაცხადა ალეკო

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge