png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი და კომპანია „აგრო დეველოპერსი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

  • ბიზნესი
  • 24.04.2023
  • 13:08
საქართველოს ბანკი და კომპანია „აგრო დეველოპერსი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგროსექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომპანია „აგრო დეველოპერსთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ  მომსახურებას შესთავაზებს.

კომპანია „აგრო დეველოპერსი“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და მის ძირითად მიმართულებას წვეთოვანი სარწყავი სისტემების, პივოტური მორწყვის, მრავალწლიანი ბაღების გაშენების პროექტების განხორციელება წარმოადგენს. კომპანია „აგრო დეველოპერსი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც  Netafim-ის ოფიციალური წარმომადგენელია.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა 2021 წლიდან აქტიურად დავიწყეთ და პირველი პროექტებიც უკვე 2021 წლის დასაწყისში შევასრულეთ. ჩვენი კომპანიის ძირითადი მისწრაფება საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა  და ფერმერისთვის სამუშაო პროცესის გამარტივებაა. ავტომატიზირებული სარწყავი სისტემა ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, მინიმუმამდე დაიყვანოს დამატებითი რესურსების გამოყენება, რაც საბოლოოდ მის ფინანსურ შედეგზე აისახება.

 2013 წელს, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთეთ ადამიანური რესურსის მობილიზებაში და ინვესტიცია მათ სწავლაში ჩავდეთ. პირველ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორი კომპანია Netafim-ი, რომელმაც გაგვიწია ინჟინრული დახმარება და მოხდა ადგილობრივი პერსონალის გადამზადება. როდესაც უკვე დავრწმუნდით, რომ გვყავს პროფესიონალი გუნდი და პროექტებიც პრობლემების გარეშე და დროულად ხორციელდება, გადავწყვიტეთ გვეფიქრა ბიზნესის განვითარებაზე და საქართველოში  ესპანური სანერგე Agromillora შემოვიყვანეთ.

Agromillora-სთან ერთად გარდაბანში საექსპერიმენტო სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღი გავაშენეთ. ბაღზე დაკვირვებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ ავიყვანეთ გამოცდილი აგრონომები. მომხმარებლებს დღეს უკვე ისეთ სერვისებს ვთავაზობთ, როგორიცაა: ბაღის შეფასება, საირიგაციო და სასუქების გრაფიკის შედგენა, მიწის დამუშავება, ბაღის გეგმარება, მიწის ანალიზების და კლიმატური მონაცემების აღება კონკრეტულ ადგილას. ბიზნესს ვურჩევთ ანალიზების და კლიმატის მიხედვით კულტურებს და მათ ჯიშებს თუ სად რა უნდა დაირგოს“, - აღნიშნავს „აგრო დეველოპერსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიგი არონიშიძე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge