png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნატო-ში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გადაწვეტილების მისაღებად - დმიტრო კულება

  • მსოფლიო
  • 26.04.2023
  • 10:25
ნატო-ში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გადაწვეტილების მისაღებად - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის ნატო-ში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გადაწვეტილების მისაღებად.

ამის შესახებ კულებამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველას, ვინც ამბობს, რომ უკრაინის მიღება შეუძლებელია, ვურჩევ შეხედოს ფინეთის მაგალითს. ერთი წლის წინ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ ახლა, როდესაც გაჩნდა პოლიტიკური ნება, ფინეთი მიიღეს ნატო-ში. ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მაგრამ ახლა მინდა აღვნიშნო როგორც ფაქტი, რომ ალიანსში პოლიტიკური ნება საკმარისი არ არის“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ნატო-ში უკრაინის წევრობა ვერ შეაჩერებს ომს, მაგრამ ხელს შეუწყობს მომავალში ევროატლანტიკურ რეგიონში ომის თავიდან აცილებას.

„ვიდრე უკრაინა ნატო-ს მიღმა იქნება და ამავე დროს იქნება უახლოესი მეგობრის, გაცილებით პატივსაცემი მოკავშირის, სპეციალურის პარტნიორის გვერდით ან რაიმე სხვა სუროგატული ფორმის თანამშრომლობაში, იარსებებს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის განმეორების რისკი. ამიტომ სტრატეგიულად გონივრულია ამ რისკის გამორიცხვა“, - განაცხადა კულებამ.  

მან გაიხსენა, რომ 2008 წელს მოკავშირეები ბუქრესტში შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ამის შემდეგ ნატო უბრალოდ იმეორებს ამ სიტყვებს, როგორც მანტრას, ამტკიცებს რა „ღია კარის“ პოლიტიკას.

„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი არგუმენტი, ბევრი გამართლება, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო უკრაინა ნატო-ს წევრი. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ყველა ეს არგუმენტი აზრს მოკლებულია. ამიტომ რეალობის და ამის გაკეთების {უკრაინის ნატო-ში მიღების} დროა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge